"ჰაილაითი" დამარცხდა მაქს ჰოლოუეისთან, რის შემდეგადაც BMF-ის ტიტული სწორედ მასთან გადავიდა. საუბარია იმ მებრძოლის შესახებ, რომელიც ილია თოფურიასთვის საჩემპიონო ქამრის წართმევას ეცდება. ჯერჯერობით, მათი ბრძოლა არ არის ოფიციალურად ჩანიშნული, მაგრამ თუ არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ეს დუელი სექტემბერში შედგება.
აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბრძოლაში, შესაძლოა სასწორზე იდოს ორი ქამარი - ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონისა და BMF-ის. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰავაელი თანახმა იქნება ქართველთან ამ ტიტულის გასათამაშებლად. აქვე დავამატებთ, დანა უაიტმა უკვე დაადასტურა, რომ BMF-ის ახალ ბრძოლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.











