გავლენიან ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ჩაბი ალონსოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და მანჩესტერ სიტისთან ვერ გამარჯვების შემთხვევაში, მას სამეფო კლუბიდან გაუშვენენ! ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს და იმასაც წერენ, რომ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის სერიოზულ კონფლიქტს აქვს ადგილი.
კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, დილის საათებში საგანგებო შეხვედრაც კი გაიმართა, სადაც ფლორენტინო პერესი ბორდის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შედგა როგორც ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზე, ისე ჩაბი ალონსოს მომავალზე და მის პოტენციურ შემცვლელებზეც.
შეგახსენებეთ, რეალ მადრიდის მომდევნო მეტოქე მანჩესტერ სიტი იქნება. მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება და როგორც ჩანს, ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს.









