პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ინგლისური ფეხბურთის კლასიკა, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი იხილა.
მატჩი სტუმარმა გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო და მე-2 წუთზე წინ გასვლაც მოახერხა. ლივერპულის ფეხბურთელების შეცდომით ამად დიალომ ისარგებლა, რომელმაც ბრაიან მბიუმოს გაატანინა. ამ მომენტის შემდეგ უპირატესობა თავიდან ბოლომდე ლივეპულის მხარეს გადავიდა, რასაც 78-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა — თავის გამოჩენა კოდი გაკპომ მოახერხა.
ამ გოლის შემდეგ ყველა იფიქრებდა, რომ არნე სლოტის გუნდი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა და წინ გასვლა მანჩესტერ იუნაიტედმა კიდევ ერთხელ მოახერხა. ბრუნო ფერნანდეშის საუცხოო გადაცემით ჰარი მაგუაიერმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ამ მატჩის შემდეგ ლივერპული 15 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა, ხოლო რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, ოლდ ტრაფორდის ბინადრები 13 ქულით, მე-9 პოზიციაზე გადავიდნენ.
ლივერპული 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 0-1 ბრაიან მბიუმო 2', 1-1 კოდი გაკპო 78', 1-2 ჰარი მაგუაიერი 84'.









