საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასის მეორე ფინალისტიც გაირკვა - ბოლონიამ მილანის ინტერი პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, რის შემდეგაც 11-მეტრიანების სერიაში "ნერაძურიმ" განიცადა სრული ფიასკო: 3 გამოუყენებელი დარტყმა.
შეგახსენებთ, რომ "როსობლუს" მოწინააღმდეგე იტალიის სუპერთასის ფინალში იქნება ნაპოლი, რომელმაც თავის მხრივ მილანი დაამარცხა. "პარტენოპეისა" და "ფელსინეის" შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 22 დეკემბერს.
ბოლონია 1:1 (პენ. 2:1) ინტერი
გოლები: 0:1 მარკუს ტურამი 2', 1:1 რიკარდო ორსოლინი 35'.









