იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩა.
რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ქვეყნის და ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
როგორც იტალიური პრესა იუწყება. მატჩის წინ, ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია მისცეს, რათა ეს დიდი მატჩი მოეგოთ და იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებულიყო.
კერძოდ, გამოყოფილი იყო 300 ათასი ევრო ბონუსის სახით, შესაბამისად თითო მოთამაშე 10 ათას ევროს მიიღებდა. ვინაიდან ეს თანხა საკმაოდ მცირეა, არაოფიციალური სახით, ფეხბურთელები დამატებით კიდევ დიდ ბონუსს მიიღებდნენ.
ამასთან ერთად, იტალიის ნაკრებში მყოფ თითოეულ მოთამაშეს ბონუსის სახით ძვირადღირებული საათები დაურიგდებოდათ.









