შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და საწყის 20 წუთში "ვოლაბებმა" 3 ლელო დადეს, რასაც "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ 1 ჯარიმით უპასუხეს. ტაიმის მიწურულს, გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს და ავსტრალიამ 26:10 მოიგო — "ბორჯღალოსნების" მხრიდან ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიფორმა.
მეორე ნახევარი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ლელო მიითვალეს — 43-ე წუთზე მეტოქე დავით ნინიაშვილმა დაალელოვა, ხოლო ზუსტად 5 წუთში, აკაკი ტაბუცაძემ 100 მეტრიანი ლელო დადო. ორივე გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ გაიტანა. "ვოლაბებმა" მეორე ნახევრის შუაში "ბორჯღალოსნებს" ორი ლელოთი უპასუხეს, ხოლო 69-ე წუთზე ტაბუცაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 40:29 დააფიქსირა.
წლევანდელ ზაფხულის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 3 მატჩი გამართა, საიდანაც 1 მოიგო და 2 წააგო — ბორჯღალოსნებმა იაპონია დაამარცხეს, ხოლო ფიჯისთან და ავსტრალიასთან დამარცხდნენ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









