ოფიციალურად, საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ფიჯი მეორედ ჩამოვა. "ბორჯღალოსნები" „მფრინავებს“ ტესტ-მატჩისთვის 5 ივლისს ბათუმში უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრებს აქამდე ფიჯისთან 7 მატჩი აქვს ჩატარებული. 4 ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში, 2012 წელს. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ „მიხეილ მესხზე“ ანგარიშით 24:19 გაიმარჯვა.
ფიჯი ქართველებმა ერთხელ დაამარცხეს, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ მოიგო. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში "ბორჯღალოსნები" ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული, გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 13 და 20 ივლისს ტესტ-მატჩებში ტიერ 1-ის გუნდებს – იაპონიასა და ავსტრალიას სტუმრად დაუპირისპირდება. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდეიში „საკურებს“ ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი სიდნეიში „ვოლაბებს“ შეერკინება (პირველად მსოფლიო თასს მიღმა).
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი