მსოფლიო რაგბიმ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბორჯღალოსნებმა ორი საფეხურით წინ წაიწიეს და 74,36 სარეიტინგო ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.
რეიტინგს კი 93,11 ქულით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს ირლანდია იკავებს — სამყურებს 92,12 ქულა აქვთ.

ზაფხულის ტესტების ბოლო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 ივლისს სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს — ბორჯღალოსნების და ვოლაბების დაპირისპირება თბილისის დროით დილით 9 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი










