2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან მძიმე ბრძოლაში 17-19 დამარცხდა.
ბორჯღალოსნებმა ფინალში 3 ლელო დადეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 წლის შემდეგ პორტუგალიის სახით ახალი გამარჯვებული ჰყავს.
აღნიშნული ტურნირი პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მეორე მოიგო — პირველად ბორჯღალოსნების დღევანდელმა მეტოქემ ჩემპიონობა 2004 წელს იზეიმა.









