დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა ბათუმში აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლეს და 43-30 გაიმარჯვეს.
პირველ ტაიმში გულშემატკივარმა 7 ლელო იხილა, საიდანაც 4 ქართველებმა გაიტანეს. მატჩის დასაწყისში ირაკლი ქვათაძის ლელოს თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა და საქართველო 7-0 დაწინაურდა. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს. მე-15 წუთზე კი მორიგი ლელო დადეს, გარდასახეს და7-14, 2 წუთში ამერიკელებმა მესამე ლელო გაიტანეს, გარდასახეს, 7-21. კვესელაძის ლელოსა და აბჟანდაძის გარდასახვის შემდეგ, ანგარიში 14-21 გახდა. 29-ე წუთზე ბორჯღალოსანთა კაპიტანმა, ბექა გორგაძემ ლელო გაიტანა 19-21. კვესელაძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით საქართველო დაწინაურდა 26-21. ამერიკელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, 26-24.
მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძის ლელო აბჟანდაძემ გარასდახა და 33-27. ქართველთა უპირატესობა თედო აბჟანდაძემ ჯარიმით გაზარდა 36-27. საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე დაფქსირდა, აფრასიძის ლელო, აბჟანდაძის გარდასახვა და 43-30.
ბორჯღალოსნები მორიგ ტესტ-მატჩს ბათუმში 15 ნოემბერს კანადის ნაკრებთან გამართავენ, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან ითამაშებენ. შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია სამივე მატჩის მოგება, რადგან ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ 2 მოწინავე გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთესი კალათის გარანტიას მისცემს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









