6 ერის მეორე ტურში, იტალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, უელსმა 0,26 სარეიტინგო ქულა დაკარგა, რითაც საქართველომ ისარგებლა და რეიტინგში გადაასწრო — "ბორჯღალოსნები" მე-11 ადგილზე გადავიდნენ.
2025 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებლად მოგებული საწყისი ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მე-7 მსოფლიო თასზე მიიღებენ მონაწილეობას.
They've done it 💪@GeorgianRugby have qualified for their 7th Men's Rugby World Cup 🇬🇪#RWC2027 pic.twitter.com/qUuBL2pEvz
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) February 9, 2025











