პრემიერ ლიგის 25-ე ტურის გახსნითი მატჩი ბრაიტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ჩელსის უმასპინძლა. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება ფაბიან ჰიურცელერის გუნდს დარჩა. ბრაიტონმა ჩელსი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და უშანოდ, 3:0 დაამარცხა.
მასპინძელი გუნდის მხრიდან გოლები კაურუ მიტომამ და იანკუბა მინტემ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ჩელსის დუბლი შეუსრულა.
"თოლიებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 37 ქულას მოუყარეს თავი და მე-8 პოზიციამდე დაწინაურდნენ. რაც შეეხება ჩელსის, ენცო მარესკას გუნდი 43 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩა.