ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი გუნდის სატრანსფერო გეგმები განიხილა და ახალწვეულ კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.
"დე ბრუინის სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი მოვიყვანეთ. მასზე ფსონს ვდებ, რომ იმედებს გაამართლებს და გამორჩეული იქნება
ვფიქრობ, დე ბრუინი ნახევარდაცვის ხაზში ნებისმიერ მეტოქესთან უპირატესობას შექმნის და ჩვენთვის ეს გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი ნაპოლის მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და 11-ნომრიან მაისურს მოირგებს.









