კარლსრუემ გასულ ტურში როგენსბურგი მიიღო და მეტოქე 4-2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 30 წლის ქართველმა შემტევმა დუბლი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა.
16 ტურის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მისი გუნდი კი 26 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.










