ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და 30 წლის ქართველი შემტევი კონტრაქტს ჰაიდენჰაიმთან უახლოეს დღეებში გააფორმებს.
ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 12 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ჰაიდენჰაიმს კი ბუნდესლიგაში 10 ქულა აქვს და მე-16 პოზიციას იკავებს.









