გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბაიერნი და ჰაიდენჰაიმი დუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერი უკვე გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და აღნიშნულ მატჩს უმოტივაციოდ შეხვდა, რაც თამაშის მიმდინარეობსაზე აისახა.
შეხვედრა 3:3 დასრულდა, სადაც ჰაიდენჰამის ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გაიბრწყინა და ალიანს არენაზე თვით ბაიერნთან დუბლი შეასრულა.
სამწუხაროდ, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჰაიდენჰაიმი სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა.








