საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია და ამის გამო, ვერც ნაკრებს ეხმარება და ვერც უოტფორდს. მოგეხსენებათ, მას ფეხის თითის ტრავმა აწუხებს.
ბოლო დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩაკვეტაძე მოედანს მომდევნო კვირაში დაუბრუნდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩაკვეტაძეს მკურნალობის პროცესი ჯერაც არ დაუსრულებია, მხოლოდ ინდივიდუალურად, ფიტნეს დარბაზში მსუბუქად ვარჯიშობს და არც ბურთთან ერთად ინდივიდუალური ვარჯიში დაუწყია და არც გუნდთან ერთად.
შესაბამისად, ჩაკვეეს მომდევნო კვირაში დაბრუნება გამორიცხულია. სამწუხაროდ, ის საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ჩაკვეტაძის სრულფასოვან დაბრუნებას მინიმუმ ნოემბერში უნდა ველოდოთ, რადგან მას მოედანზე დასაბრუნებლად ბევრი პროცედურა აქვს გასავლელი - მკურნალობის ბოლომდე დასრულება, მოედანზე ინდივიდუალური ვარჯიშები, გუნდთან ერთად ვარჯიში და ფორმის აღდგენა - 26 წლის შემტევს 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.









