მიმდინარე სეზონში ვულვზი ძალიან ცუდ ფორმაშია, გუნდს მხოლოდ 9 ქულა აქვს, ბოლოსწინა პოზიციაზეა და ამის გამო, მთავარი მწვრთნელის გაშვება მოუწიათ.
ვულვზის ახალი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ პერეირა იქნება, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა და შეეცდება, გუნდი პრემიერ ლიგაში დატოვოს.
ვულვზი პრემიერ ლიგაში დარჩენის კიდევ ერთ გზად ზამთარში გაძლიერებას მიიჩნევს და რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. მათ შორის, ისინი მზად არიან, მოლაპარაკებები გიორგი ჩაკვეტაძესთან და უოტფორდის ხელმძღვანელობასთნა დაიწყონ.
ჩაკვეტაძის ტრანსფერის თაობაზე კომუნიკაცია ვულვზსა და უოტფორდს შორის ზამთარშივე შედგება, თუმცა საინტერესოა, რამდენად უღირს ქართველს ამ გუნდში გადასვლა, რადგან საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, მომავალ სეზონში ადგილები გაცვლილი იყოს და ვულვზი ჩემპიონშიფში ვიხილოთ, უოტფორდი კი პრემიერ ლიგაში.










