მიუხედავად უშანსო მარცხისა, უოტფორდის ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, შეიძლება ითქვას, ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოც.
ჩაკვემ თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ბრიტანელების სიმპათიაც დაიმსახურა. იქაური გამოცემები წერენ, რომ უოტფორდის ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ჩაკვეტაძე იყო.
უოტფორდის გულშემატკივრები კი მისი თამაშით გაოცებულები არიან. უოტფორდმა წააგო, მაგრამ ყველა მაინც ჩაკვეტაძის კარგ თამაშს აღნიშნავს.
"ჩაკვეტაძე რომ მხოლოდ 2 მილიონი ღირს, ფეხბურთის შეცდომაა".
"ჩვენს გუნდში ჩაკვეტაძე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, მისი იმედი გვაქვს".
"ჩაკვეტაძე ლიგაში საუკეთესოა. მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა".
"მატჩის საუკეთესოს პრიზი უნდა გადაკეთდეს "ჩაკვეს პრიზად", რადგან ის ყოველკვირა საუკეთესოა".
"ზამთარში ჩაკვეტაძე აუცილებლად უნდა წავიდეს პრემიერ ლიგაში".










