"უოტფორდში ძალიან მომწონს შემტევი სამეული. ჩაკვეტაძე, ბაა და ბაიო მოედანზე ერთამენთს ძალიან კარგად უგებენ და შეტევაში ტემპს ქმნიან. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო გიორგი, რომელსაც თავისი უნარებით ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ის შუახაზსა და თავდასხმას შესანიშნავად აკავშირებს", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი "ყვითლებში" 2023 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 54 შეხვედრა, გაიტანა ორი ბურთი და გააკეთა შვიდი ასისტი. აქვე დავამატებთ, რომ ჰერთფორდშირელთა გამთამაშებელმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლამდე გაახანგრძლივა.











