უოტფორდის სპორტული დირექტორის თანაშემწემ, ვალონ ბეჰრამიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქართველი ფლეიმეიქერის სახელს უკავშირებენ ვალენსიას, მაგრამ შვეიცარიელმა ფუნქციონერმა მისი ლონდონიდან წასვლა გამორიცხა.
ჩაკვეტაძის გაყიდვა? ეს გამორიცხულია. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ არის ის, რომ მოედანს ჯანმრთელი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. დიახ, გიორგის ფორმაში ჩადგომა ჩვენი მთავარი საზრუნავია. მან კონსულტაცია გაიარა სხვა ქვეყანაში, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის მალე დაბრუნდეს", - განაცხადა "ყვითლების" ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გამთამაშებელმა ტრავმა მიიღო გასული სეზონის ბოლოს და მისი სარეაბილიტაციო პროცესი დღემდე არ დასრულებულა. უკვე გადაწყვეტილია, ვიკარიჯ როუდის ბინადრების ფლეიმეიქერი სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებსაც გამოტოვებს.









