როგორც მოსალოდნელი იყო, ქალაქელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მეტოქის კართან უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ 2 ბურთი გაიტანეს.
სიტუაცია გიორგი ჩაკვეტაძემ დაძაბა. ის მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და მისი შემოსვლის შემდეგ, უოტფორდი შეტევაში გააქტიურდა. მათ გოლიც გაიტანეს. ჩაკვემ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გატანილი გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და უოტფორდი ასპარეზობას გამოეთიშა.
მოედანზე შემოსულმა ჩაკვეტაძემ ბურთი სულ 19-ჯერ მიიღო, 12-დან 10 ზუსტი პასი გააკეთა, 2 ორთაბრძოლა მოიგო, 2 საკვანძო პასი გააკეთა და 7.0 შეფასება დაიმსახურა.









