ძირითად შემადგენლობაში იყო მოგებული გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც პირველ ტურში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ, ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩაკვეტაძემ მოედანზე 84 წუთი დაჰყო და საგოლე გადაცემის გარდა, 7 საკვანძო პასი გააკეთა, 6-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 8.2 შეფასება მიიღო.
მოედნიდან გასული ჩაკვეტაძე გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს და კარგი თამაში დაუფასეს.
ორიდან ორი მოგებით, უოტფორდი სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორისაა, ჩაკვეს ანგარიშზე კი უკვე გოლი და საგოლე გადაცემაა.









