მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, უოტფორდმა ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზა და მეტოქე 2:6 გაანადგურა.
ეს გამარჯვება უოტფორდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდი პრემიერ ლიგაში გადასასვლელად აქტიურ ბრძოლაში ჩაება. 13 ტურის შემდეგ, 22 ქულა აქვთ და მე-5 პოზიციას იკავებენ.
გასაკვირი არაა, რომ ამ სანახაობრივ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









