რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში "სამეფო კლუბმა" გახსნა - ვინისიუს ჟუნიორის გადაცემით ედერ მილიტაომ ისარგებლა. იყო მომენტი, როდესაც მატჩი ჩაშლის პირას აღმოჩნდა, მიზეზი: "როხიბლანკოს" ქომაგებმა სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს ტიბო კურტუას საჯარიმოში, რის გამოც თამაში 15 წუთით შეწყდა.
შეხვედრის განახლების შემდეგ, "ინდიელებმა" ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს. 95-ე წუთზე "ბლანკოსის" კარში გოლი ანხელ კორეამ გაიტანა.
მერვე ტურის დასრულების შემდეგ, პრიმერა დივიზიონის საჩემპიონო რბოლა ასე გამოიყურება: 1-ელ პოზიციაზე, 21 ქულით, რჩება ბარსელონა, შემდეგ კი 18-16 ქულით სწორედ "თეთრები" და დიეგო სიმეონეს გუნდი მოდიან.











