15 და 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მოახლოვებული მატჩების წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა - ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს.
ოთარ კიტეიშვილი: "ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვენლოვანი მატჩებია. გვსურს, პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით აქვს ამ ნაკრებს და გუნდი გააგრძლებს ზრდას. ხოლო ჩავარდა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, იყო დროებითი, რასაც, იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ".
ანზორ მექვაბიშვილი: "ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ".









