"ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით - პსჟ ძლიერი გუნდია და ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირველი ტაიმი, როდესაც აქტიურ პრესინგს ვთამაშობდით და მოწინააღმდეგეს სივრცეებს არ ვუტოვებდით."
"პსჟ-ს წინააღმდეგ თავის დაცვა ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ კარგად გამოგვივიდა. ამდენი ხნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ბიჭებმა იციან ეს - ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული" - ჩავი.
ბარსელონას და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, ესპანეთში გაიმართება.










