მილანის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დემეტრიო ალბერტინიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მას ჩავი ერნანდესსა და ანტონიო კონტეს აგონებს. ყოფილი იტალიელი შუახაზელისთვის ასეთი მოთამაშე ნიკოლო ბარელა არის. შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ბარსელონა ესტუმრება მილანის ინტერს და ამ ყველაფრის მონაწილე იტალიის ეროვნული გუნდის შუახაზელიც იქნება.
"ბარელა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ის თანაბრად ეფექტურია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. 90-იანებსა და 2000-იან წლებთან შედარებით შუახაზელების ფუნქცია-მოვალეობა შეიცვალა და ახლა მათ ბევრად უფრო დიდი სამუშაოს შესრულება უწევთ.
ასეთია ნიკოლოც, რომელიც მაგონებს როგორც ჩავის, ისე კონტეს. ინტერის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის სწორედ იტალიელი შუახაზელი, რომელიც უკვე წლებია, რაც მაღალ დონეს ინარჩუნებს. ის ნამდვილად დიდი მოთამაშე არის."









