ხვიჩა კვარაცხელიას ლიონის ოლიმპიკის კარში გატანილმა გოლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. საფეხბურთო სამყაროს ნაწილი მიიჩნევს, ქართველი ვინგერის შეგდებული ბურთი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან იქამდე, ვიტინია ფერეირა დაჯარიმდა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ პარის სენ-ჟერმენმა გოლი წესების დაცვით გაიტანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი დასკვნა გამოიტანა საფრანგეთის მსაჯთა კომიტეტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პსჟ-ს გარემარბის გოლი აუცილებლად გასაუქმებელი იყო. ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა სიდნეი გოვუმ და აღსანიშნავია, რომ ის "ლურჯ-წითლების" ბურთის ჩათვლას ემხრობა.
"ამ ტიპის ვიდეოების განხილვა უნდა შევწყვიტოთ. თუ ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, ყოველ ეპიზოდში ჯარიმას აღმოვაჩენთ. სხვადასხვა რაკურსიდან ჩანს სხვადასხვა პერსპექტივა, რაც ზუსტი დასკვნის გამოტანას ართულებს. პირადად მე, ჯარიმას არ დავნიშნავდი."









