"ვულვზთან ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებული ვარ, ასეთი თამაში გეგმაში არ იყო, რადგან მთელი კვირა ამ მატჩისთვის კარგად ვემზადებოდით. ზედიზედ ორი მარცხის მიუხედავად, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა უნდა გავაგრძელოთ და წარმატების უნდა გვჯეროდეს.
გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ჩვენ ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ ამაში კი მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება. ფეხბურთელებს ფანებისგან გამხნევება სჭირდებათ. მე ამ შემადგენლობის მჯერა, ვიცი, თუ რა შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ მალე უკეთესი გუნდი გავხდებით. ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას დროს სჭირდება, რეალობა ესაა.
უფროსობასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ისინი მხარს მიჭერენ და სჯერათ, რომ რთული პერიოდი მალე დასრულდება. ვულვზთან განცდილი მარცხის შემდეგ, მათგან დადებითი კომენტარი მივიღე, ჩვენ ამ საქმეში ერთად ვართ და კრიზისსაც ერთად გადავლახავთ" - აღნიშნა მაურისო პოჩეტინომ.









