შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. პალმერის უზუსტესი პასით, მუდრიკმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა ლონდონელთა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. მე-16 წუთზე, ნოტინგემის გათამაშებულ სტანდარტს, ბოლის გოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში კი მაყურებელმა კიდევ სამი გატანილი გოლი იხილა. 75-ე წუთზე ჰადსონ-ოდოიმ ყოფილ გუნდს გაუტანა, თუმცა ძალიან მალე, ჩელსიმ უპირატესობა ისევ აღადგინა - თავი ჯერ ცვლილებაზე შემოსულმა სტერლინგმა გამოიჩინა, შემდეგ კი ჯექსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:3.
პოჩეტინოს გუნდი კარგ ფორმაში შევიდა - ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, ჩელსი 57 ქულით ცხრილში ნიუკასლს გაუთანაბრდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









