ლეგენდარულმა პეტრ ჩეხმა ლონდონის ჩელსიში გადასვლა გაიხსენა. ვეტერანი მეკარე აცხადებს, რომ თავდაპირველად მას ჰქონდა წინადადება პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი გრანდისგან, მაგრამ ის რენმა დაბლოკა. მოგვიანებით, "არისტოკრატებმა" გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩეხი გოლკიპერი ინგლისში აღმოჩენილიყო.
"პირველი წინადადება მქონდა ლა ლიგის ერთ-ერთი ტოპ გუნდისგან, თუმცა რენის პრეზიდენტმა პირდაპირ მითხრა - მჭირდება საუკეთესო გოლკიპერი, ფული კი ისედაც მაქვს. შემდეგ გამოჩნდა ჩელსი: ახალი მფლობელი, ახალი გუნდი და საკმაოდ პერსპექტიული პროექტი. ლონდონელებმა ჩემს გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთეს.
"არისტოკრატების" ვარიანტმა ძალინ მიმიზიდა, უბრალოდ არსებობდა ერთი ნიუანსი - კონტრაქტი გავაფორმე რანიერის დროს, მის ნაცვლად მალევე კი მოურინიო მოვიდა. არ ვიცოდი, ეს პლიუსი იყო თუ მინუსი. დრომ აჩვენა, რომ ყველაფერი მოხდა უკეთესობისკენ, რადგან ჟოზეთი ახალი ისტორია დაიწყო."









