გამოძიება უკვე დაწყებულია და როგორც ირკვევა, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ მუდრიკს დროებითი დისკვალიფიკაცია უკვე მისცა. უახლოეს დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
Premier League
ჩელსის ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა

უკრაინული სპორტული მედია საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს — როგორც Tribuna.com იუწყება, უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ჩელსის ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი დოპინგ ტესტზე ჩავარდა! უკრაინული გამოცემის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს მუდრიკმა დოპინგზე დადებითი ტესტი ჩააბარა, საიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ A სინჯია შემოწმებული. შემდეგი ეტაპი B სინჯის შემოწმებაა და აქაც თუ დადებითი პასუხი იქნება, 23 წლის ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება. ამ მომენტისთვის უცნობია, რომელ აკრძალულ პრეპარატზეა ლაპარაკი.








