90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ბევრი საგოლე მომენტის გაცვლა მოახერხეს, თუმცა გოლების გატანა მხოლოდ მასპინძლებმა შეძლეს. ჩელსის მხრიდან თავის გამოჩენა ნიკოლას ჯექსონმა, ენცო ფერნანდესმა და კოულ პალმერმა მოახერხეს.
ჩელსიმ ამ გამარჯვების შემდეგ 25 ქულა მოაგროვა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება უნაი ემერის გუნდს, ასტონ ვილას კრიზისი გრძელდება — ბირმინგემელები 19 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.










