ზაფხულში ჩელსიში დიდი წმენდაა დაგეგმილი. ამ მომენტისთვის უცნობია, მაურისიო პოჩეტინო გუნდში დარჩება თუ არა, თუმცა უფროსობამ მომდევნო სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო. ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს ლონდონურ გუნდს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
კეპა არისაბალაგა;
არმანდო ბროია;
ჰაკიმ ზიეში;
რომელუ ლუკაკუ;
იან მაატსენი;
ტიაგო სილვა;
მალანგ სარი;
ეს ფეხბურთელები ჩელსის 100%-ით დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება ტრევო ჩალობას, რაჰიმ სტერლინგს, ბენუა ბადიაშილეს, ჩეზარე კასადეისა და კონორ გალაგერს, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ჩელსი ყველა მათგანს შეელევა.










