მოდრიჩზე კომენტარი რეალის ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააკეთა.
"ლუკა მოდრიჩი? - ის ჩემი სიამაყე და ფეხბურთის სილამაზეა. დიახ, მისით ვამაყობ, რადგან მაშინ მივეცი შანსი, როცა არავის სჯეროდა, რომ რეალში გაიბრწყინებდა", - განაცხადა მოურინიომ.
მოდრიჩმა რეალის მაისურით ჯამში 531 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 86 საგოლე გადაცემა გააკეთა.









