პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონი დაიწყო! მაყურებელმა პირველი ტურის გახსნითი მატჩი ენფილდზე იხილა, სადაც ერთმანეთს ლივერპული და ბორნმუთი დაუპირისპირდნენ. ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს.
ლივერპულმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, სადაც მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. არნე სლოტის გუნდმა კარგად დაიწყო მეორე ნახევარიც, თუმცა ამის მიუხედავად ბორნმუთმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და ძალიან დიდი ბრძოლაც გაუმართა. იმის მიუხედავად, რომ მერსისაიდელები კომფორტული ანგარიშით იგებდნენ, სტუმრებმა დააქამბექეს და მატჩის გადარჩენასთაც ძალიან ახლოს იყვნენ.
ამის შემდეგ საქმეში ლივერპულიდან ფაქტობრივად წასული ფედერიკო კიეზა ჩაერთო, რომელმაც ბორნმუთის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს კი თავისი გოლი შეაგდო მო სალაჰმაც და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლივერპული 4-2 ბორნმუთი
გოლები: 1-0 უგო ეკიტიკე 37', 2-0 კოდი გაკპო 49', 2-1 ანტუან სემენიო 64', 2-2 ანტუან სემენიო 76', 3-2 ფედერიკო კიეზა 88', 4-2 მო სალაჰი 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









