გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. დაიმატა ლუკა სილაგაძე, ამირან ძაგანია, ნიკა ხორხელი, გიორგი ქობულაძე, გურამ გოშთელიანი.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან იბერიას გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე შეუერთდება.
სხირტლაძე ბოლოს დინამო თბილისის საკუთრება იყო და იჯარის წესით კოსაელისპორში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ იბერია ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 28 თებერვალს, თელავის წინააღმდეგ გამართავს.









