მონაკო 1:0 ასტონ ვილა
სტად ლუი II-ზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტის გაცვლა მოახერხეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მონაკომ შეძლო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში, მე-8 წუთზე გავიდა, როდესაც თავი ვილფრიდ სინგომ გამოიჩინა.
მონაკომ ამ გამარჯვების შემდეგ 13 ქულა მოაგროვა, რითაც ასტონ ვილას გაუთანაბრდა. ფრანგები 7 ტურის შემდეგ მე-9, ხოლო ინგლისელები მე-7 პოზიციას იკავებენ.
ატალანტა 5:0 შტურმი გრაცი
იტალიური გუნდი ამ მატჩს ფავორიტის სტატუსით შეხვდა. ჯან პიერო გასპერინის შეგირდებმა საკმაოდ სუსტი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დაგეგმილი გამარჯვებაც მოიპოვეს. ატალანტას მხრიდან გოლების გატანა მატეო რეტეგიმ, მარიო პაშალიჩმა, შარლე დე კეტელარემ, ადემოლა ლუკმენმა და მარკო ბრეშანინიმ მოახერხეს. შტურმის რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ბერგამასკიმ" 14 ქულას მოუყარა თავი და დროებით მე-3 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ავსტრიულ გუნდს, შტურმი 3 ქულით 30-ე პოზიციაზე დარჩა.