ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართა დორტმუნდში, სადაც ადგილობრივი გუნდი ბარსელონას დაუხვდა. პირველ შეხვედრაში მოპოვებული დიდი უპირატესობის ფონზე, ჰანსი ფლიკის გუნდი ამ დაპირისპირებას შედარებით მშვიდად შეხვდა.
პირველ მატჩში 0-4 წაგების მიუხედავად, დორტმუნდმა ბარსელონას მაინც ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სამი გოლიც გაუტანა. სერუ გირასიმ კატალონიელებს ჰეთთრიკი შეუსრულა.
საბოლოო ჯამში, ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქე 5-3 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. კატალონიელების მომდევნო მეტოქე ქალაქ მილანში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს ინტერი და ბაიერნი დაუპირისპირდებიან.
დორტმუნდი 3-1 ბარსელონა
გოლები: 1-0 სერუ გირასი 11', 2-0 სერუ გირასი 49', 2-1 რამი ბენსებაინი (ს.კ.) 54', 3-1 სერუ გირასი 76'.









