ბარსელონა წინ 2-ჯერ გავიდა, თუმცა ბორუსიელებმა ორჯერვე გაათანაბრეს, მატჩის გმირი კი ფერან ტორესი გამოდგა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და ბარსელონას 3:2 მოაგებინა.
მორიგი მარცხი განიცადა მანჩესტერ სიტიმ. გვარდიოლას გუნდი ამჯერად იუვენტუსთან 2:0 დამარცხდა.
არსენალი საკუთარ მოედანზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს, ამჯერად, მათი მსხვერპლი მონაკო გახდა. მეთოფეებმა 3:0 მოიგეს.
არსენალი-მონაკო 3:0
ბენფიკა-ბოლონია 0:0
დორტმუნდი-ბარსელონა 2:3
იუვენტუსი-მან.სიტი 2:0
მილანი-ცვერნა ზვეზდა 2:1
ფეიენორდი-სპარტა პრათა 4:2
შტუტგარტი - იანგ ბოიზი 5:1









