ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი ბრიუგეში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი ატალანტას დაუხვდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. ბრიუგემ ატალანტა მძიმე ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა 93-ე წუთზე მოახერხეს.
ბრიუგედან თავის გამოჩენა ფერან იუტგლამ და გუსტან ნილსონმა მოახერხეს, ხოლო ატალანტადან ერთადერთი გოლი მარიო პაშალიჩმა შეაგდო.
განმეორებითი მატჩი 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.