სლოვან ბრატისლავა 2:3 მილანი
პაულო ფონსეკას გუნდს გამარჯვება ძალიან გაუჭირდა. სლოვან ბრატისლავამ იტალიურ გუნდს არაფერი დაუთმო, მეტიც, პირველ ტაიმში მათზე მეტი საგოლე მომენტიც კი შექმნა.
მილანიდან თავის გამოჩენა კრისტიან პულისიკმა, რაფაელ ლეაომ და ტამი აბრაჰამმა მოახერხეს. რაც შეეხება სლოვანიდან გოლების ავტორებს, როგორც ტიგრან ბარსეგიანმა, ისე ნინო მარსელიმ, მაიკ მენიოს საკმაოდ ეფექტური გოლები გაუტანეს. "როსონერიმ" ამ გამარჯვების შემდეგ 9 ქულა მოაგროვა და დროებით მე-9 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის გუნდს, სლოვაკები 0 ქულით, ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.
ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას, რომელმაც საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა.
მილანი მომდევნო ტურში ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება, ხოლო სლოვან ბრატისლავა ატლეტიკო მადრიდს ესტუმრება.
სპარტა პრაღა 0:6 ატლეტიკო მადრიდი
ჩოლო სიმეონეს გუნდის დაგეგმილი გამარჯვება. მადრიდელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მარტივი 3 ქულაც მოიპოვეს.
ატლეტიკოს მხრიდან გოლებს გატანა ანტუან გრიზმანმა, მარკოს ლორენტემ, ხულიან ალვარესმა და ანხელ კორეამ მოახერხეს. არგენტინელმა შემტევებმა ჩეხებს 2-2 გოლი გაუტანეს. ესპანურმა გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 9 ქულა მოაგროვა და მე-10 პოზიციამდე დაწინაურდა. სიმეონეს გუნდი მომდევნო ტურში სლოვან ბრატისლავას დაუპირისპირდება, ხოლო რაც შეეხება სპარტას, ფრისის გუნდი ფეინოორდთან ითამაშებს.









