ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის კიდევ ორი ადრეული მატჩი დასრულდა. მაყურებელმა კოპენჰაგენი-კაირატ ალმათისა და პაფოსი-მონაკოს დაპირისპირებები იხილა, სადაც საკმაოდ საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
კოპენჰაგენმა მძიმე ბრძოლაში მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ კაირატმა მეტოქეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ყაზახებმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხეს.
კოპენჰაგენი 3-2 კაირატ ალმათი
გოლები: 1-0 ვიქტორ დადასონი 26', 2-0 იორდან ლარსონი (პენ.) 59', 3-0 რობერტი 73', 3-1 დასტან სატპაევი 81', 3-2 ოლჟას ბაიბეკი 90'.
სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა კვიპროსში, სადაც პაფოსმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა.
პაფოსის მხრიდან თავის გამოჩენა ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა მოახერხა, რომელიც კვირპოსული გუნდის უდავო ლიდერია.
იმის მიუხედავად, რომ ფრანგებმა ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.
პაფოსი 2-2 მონაკო
გოლები: 0-1 ტაკუმი მინამინო 5', 1-1 დავიდ ლუიზი 18', 1-2 ფოლარინ ბალოგუნი 26', 2-2 მუჰამედ სალისუ (ს.კ.) 88'.









