დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღეც, რომლის ცენტრალურ დაპირისპირებაში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით ტურინის იუვენტუსს მოუგო. "სამეფო კლუბის" მხრიდან ერთადერთი ბურთი ჯუდ ბელინგემმა შეაგდო.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა გასვლაზე ფრანკფურტის აინტრახტი 5:1 გაანადგურა. იგივე ანგარიში დაფიქსირდა ლონდონის ჩელსისა და ამსტერდამის აიაქსის შეხვედრაში, ინგლისელთა სასარგებლოდ. ყველა სხვა შედეგი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
რეალი 1:0 იუვენტუსი
გოლი: ჯუდ ბელინგემი 57'.
ჩემპიონთა ლიგის ოთშაბათის ყველა მატჩი
რეალი 1:0 იუვენტუსი
აინტრახტი 1:5 ლივერპული
ჩელსი 5:1 აიაქსი
ბაიერნი 4:0 ბრიუგე
მონაკო 0:0 ტოტენჰემი
ბილბაო 3:1 ყარაბაღი
სპორტინგი 2:1 მარსელი
ატალანტა 0:0 სლავია
გალათასარაი 3:1 ბოდო გლიმტი









