ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიგის ფაზა სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა. 8 ტურის შემდეგ გუნდები პლეი-ოფისთვის ემზადებიან. ყველა გუნდის პოტენციური მეტოქე და პლეი-ოფის ბადე ცნობილია.
ახალი ფორმატის ფონზე, საგრძნობლად გაიზარდა ფინანსური მოგებაც. ბევრმა კლუბმა უკვე იმაზე ბევრად მეტი გამოიმუშავა, ვიდრე წინა წლებში მთლიანი სეზონის დროს.
ლიგის ფაზიდან ყველაზე დიდი შემოსავალი ლივერპულმა ნახა, კერძოდ €99.070 მილიონი.