UEFA-მ მე-7 ტურში შემდეგი 4 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაგანაც საუკეთესოს გულშემატკივრები ხმის მიცემით აარჩევენ: რაფინია (ბარსელონა), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) და ლუკ დე იონგი (პსვ).
რაფინიამ ბენფიკას წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ტურის უდავოდ საუკეთესო მატჩში გამორჩეული იყო. 28 წლის ბრაზილიელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა, მათ შორის მეორე გოლი 95-ე წუთზე გამარჯვების აღმოჩნდა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასევე დუბლით გამოირჩნენ მადრიდის რეალის ვარსკვლავი, ვინისიუსი და ატლეტიკოს შემტევი, ალვარესი — სამეფო კლუბმა მე-7 ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე ზალცბურგი 5-1 გაანადგურა, ხოლო ატლეტიკომ სახლში ლევერკუზენს 2-1 აჯობა. ორი გოლი გაიტანა პსვ-ს შემტევმა დე იონგმაც და საკუთარ გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
Who impressed you most this matchweek? 🤔
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) January 22, 2025
Vote 👇#UCLPOTW | @PlayStationEU











