დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის დარჩენილი ცხრა მატჩი. ცენტრალურ დაპირისპირებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მანჩესტერ სიტი - ბორუსია დორტმუნდი, რომლის ყურადღების ცენტრში ერლინგ ჰოლანდი იქნება.
მანჩესტერ სიტი V დორტმუნდი
ჰოლანდი უპირისპირდება გუნდს, რომლის შემადგენლობაში თავის დროზე მან 89 მატჩში 86 გოლი გაიტანა. დღეს, ის უკვე მან სიტის რიგებში ბრწყინავს. ნორვეგიელი ფორვარდი მანჩესტერულ კლუბში მე-4 სეზონის სტარტზე უკვე გადაცდა 140-ბურთიან ნიშნულს, სულ რაღაც 159 შეხვედრაში.
ცალკე გამოსარჩევია ერლინგის კონკრეტულად წლევანდელი სეზონის ფორმა - 20 გოლი 17 მატჩში. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა თავდამსხმელმა ადამიანი - გოლის სტატუსი განამტკიცა ჯერ დორტმუნდში, შემდეგ კი "ქალაქელებშიც". ვნახოთ, რას იზამს ნორვეგიის ეროვნული გუნდის ლიდერი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომრეობას, პეპ გუარდიოლას შეგირდები და ბორუსიაც შვიდ - შვიდი ქულით მერვე - მეცხრე ადგილებს იყოფენ. ეტიჰადის ბინადრებმა მოუგეს ნაპოლისა და ვილიარეალს, ფრე ითამაშეს მონაკოსთან, ვესტფალიელებმა მოუგეს ბილბაოს ატლეტიკსა და კოპენჰაგენს, ფრე ითამაშეს ტურინის იუვენტუსთან.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| 21:45 | ყარაბაღი - ჩელსი |
| 21:45 | პაფოსი - ვილიარეალი |
| 23:55 | მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი |
| 23:55 | ბრიუგე - ბარსელონა |
| 23:55 | ინტერი - ქაირათი |
| 23:55 | ნიუკასლი - ბილბაო |
| 23:55 | მარსელი - ატალანტა |
| 23:55 | ბენფიკა - ლევერკუზენი |
| 23:55 | აიაქსი - გალათასარაი |









