ლიგის ფაზის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი ტურია დარჩენილი. ბოლო ტურში ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყება, კერძოდ ოთხშაბათს, თბილისის დროით 00:00 საათზე. ამ დღეს გაირკვევა ვინ მოხვდება პირველ 8 გუნდში, ვინ საპლეიოფო ზონაში და ვინ დარჩება 24 გუნდს მიღმა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეცვლილი ფორმატი
თითოეულ პოზიციას მნიშვნელობა აქვს. გუნდი რაც უფრო მაღლა დაასრულებს ლიგის ფაზას, უფრო კარგი ბადე შეხვდება. მაგალითად, პირველ ან მეორე ადგილზე გასული გუნდი, პლეი-ოფის მატჩს გამოტოვებს და 1/8 ფინალში, 15/16-ე და 17/18-ე ადგილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გუნდი თუ მე-7 ან მე-8 პოზიციაზე დაასრულებს ლიგის ფაზას, პლეი-ოფის მატჩს ისიც გამოტოვებს და მერვედფინალში 9/10-ე და 23/24-ე ადგილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება გუნდებს მე-9 ადგილიდან 24-მდე, ისინი დამატებით 2 თამაშს ითამაშებენ, სადაც გაირკვევა ვინ გააგრძელებს 1/8 ფინალში ბრძოლას. ამ გუნდებს წინასწარ ეცოდინებათ ვის შეხვდებიან პირველი 8 გუნდიდან.
გუნდები მე-16 ადგილამდე განთესილები იქნებიან, ხოლო მეთექვსმეტედან 24-მდე - განუთესავები. უკვე ცნობილია გუნდების პოტენციური მეტოქეები თუ ისინი პლეი-ოფის ეტაპს გადალახავენ.
მაგალითად, გუნდი თუ 21-ე ან 22-ე ადგილზე გავა, პლეი-ოფში მე-11 ან მე-12 ადგილოსანს შეხვდება, ხოლო 1/8 ფინალში მე-5 ან მე-6 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირსპირდება.
იხილეთ პლეი-ოფის და 1/8 ფინალის ბადე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 31 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.









