მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელმაც ინგლისში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და კვლავ ყველა აალაპარაკა.
"ჯერ არ შემხვედრია ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ისე კარგად იყოს, როგორც ჩაკვეტაძე. საოცარი ტექნიკა აქვს. მან რომ გოლების გატანაც დაიწყოს, ტოპ 4 ფეხბურთელში აუცილებლად მოხვდება" - განაცხადა უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ.
ოქსფორდთან შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 3 რეალური მომენტი შექმნა, 9 წარმატებული დრიბლინგი გააკეთა, კარში 2-ჯერ დაარტყა და სარფიანი მოქმედება მეტოქის საჯარიმოსთან 13-ჯერ გააკეთა, რის შედეგადაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
"ჩაკვეტაძის დრიბლინგები და ბურთთან ერთად თამაში უბრალოდ ფენომენალურია. ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ მის თამაშებს უყუროს", - უოტფორდის მეკარე დანიელ ბაჰმანი.
ხვალ, ჩაკვეტაძე საქართველოში გამოფრინდება და ეროვნულ ნაკრებს კარგი განწყობით შეუერთდება. ჩაკვეტაძე ნაკრებთან ერთად 2 მატჩს გამართავს - 16 ნოემბერს უკრაინის, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის წინააღმდეგ.











